Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, 22 იანვარს, 2025 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაცეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე უძღვებოდა.

პროგრამის შესაბამისად, სულ წარმოდგენილ იყო 8 მოხსენება:

1. „საქართველოში სტუდენტთა მიერ თამბაქოს ნაწარმისა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარების ეკონომიკურ-სტატისტიკური კვლევა“- ხელმძღვანელი პროფესორი სიმონ გელაშვილი. მომხსენებლები: პროფესორი სიმონ გელაშვილი, დოქტორანტი ანა ვარამაშვილი.

2. „სტაბილური ეკონომიკური უსაფრთხოების განმსაზღვრელი ეკონომიკური დიპლომატია“ - ხელმძღვანელი  პროფესორი რევაზ გველესიანი. მომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი.

3. „რეგიონული ინტეგრაციის პროცესებში საქართველოს მონაწილეობის თანამედროვე პრიორიტეტები“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე.  მომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე.

4. „მდგრადი ურბანიზაციის გავლენა სოციალური და ეკოლოგიურ ინდიკატორებზე: ემპირიული კვლევა საქართველოს რეგიონების მაგალითზე“- ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ლია თოთლაძე. მომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი ლია თოთლაძე.

5. „ციფრიზაციის გავლენა საერთაშორისო ვაჭრობაზე გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი. მომხსენებლები: ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი, დოქტორანტი ირაკლი გაზდელიანი.

6. „საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ევოლუცია და განმსაზღვრელი დეტერმინანტები - ხელმძღვანელი პროფესორი თემურ შენგელია. მომხსენებლები: პროფესორი თემურ შენგელია, დოქტორანტი მარიკა გოგუაძე.

7. „ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობები MMT-ის (თანამედროვე მონეტარული თეორიის) გარანტირებული დასაქმების (JG) კონცეფციის გათვალისწინებით - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჩიქობავა. მომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჩიქობავა

8. „გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე: გამოწვევები და მულტილატერალიზმის მომავალი” - ხელმძღვანელი პროფესორი ეთერი ხარაიშვილი. მომხსენებელი: პროფესორი ეთერი ხარაიშვილი.

მოხსენებებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. 2026 წლისთვის, კვლავ გამოცხადდა კონკურსი მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად.

ღონისძიებას თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები  და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თარიღი: 22/01/2026